LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტი თემურ ელიავა უკრაინაში იბრძვის: „არ მინდა ცხოვრება ჩერნორუსიაში, მინდა ცხოვრება თავისუფალ საქართველოში და ეს ამბავი აქ წყდება!..“

610
თემურ ელიავა

ქართველი პოეტი თემურ ელიავა უკრაინაში გაემგზავრა და უკრაინელების მხარეს იბრვძის. ის ნანუკა ჟორჟოლიანს ჩაერთო და აღნიშნა:

„იარაღთან შეხება არასდროს მქონია… არ მინდა ცხოვრება ჩერნორუსიაში, მე მინდა ცხოვრება თავისუფალ საქართველოში, ეს ამბავი ყველამ იცის, რომ აქ წყდება. გარდა ამისა, ადამიანური მომენტია, როცა ტელევიზიით უყურებ ბავშვების გამიზნულ მკვლელობას… ეს ყველაფერი გამოვიარე, როცა ხუთი წლის ასაკში სოხუმში ვიყავი და მე იქ მიცავდნენ. ახლა ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ აქ ვიყო და ახლა მე დავიცვა ადამიანები. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა, ამ ბიჭებთან, ჩემს მეთაურთან…“

magti 5g