LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტმა ბაჩო რამიშვილმა კიდევ ერთი სიმღერა ჩაწერა

7

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ პოეტი და მომღერალი ბაჩო რამიშვილი ესტუმრა. ის „არ დაიდარდოს“ მსმენელმა ლექსებით გაიცნო, თუმცა უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა. პირდაპირ ეთერში პოეზიაც შემოგვთავაზა, გადაცემის ბოლოს კი მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარუდგინა.

 

აქტიურობ ბოლო დროს…

 

ვმუშაობ ალბომზე შეთესთან ერთად. მივაგენით ერთმანეთს, დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. რამდენიმე სიმღერა უკვე მზად არის, აქედან ერთ-ერთს დავაპრემიერებ. დანარჩენს კი ჩემს შემოქმედებით საღამოზე გავაჟღერებ. წელს მარტის თვეში პოეზიის საღამოთი ვერ გავაცილე. ვერ მოვიცალე. მარტის გაცილებას ორგანიზება, რეპეტიციები სჭირდება – ამისთვის დრო არ მეყო, არადა მთელი წელი ვაანონსებდი, რომ იქნებოდა.

 

ლექსებს წერ დეკემბრიდან მარტის ჩათვლით…

 

კი ასეა. თუმცა წელს ძალიან ბევრი საქმე მქონდა. შემოქმედებას კი თავისუფალი დრო, შთაგონება სჭირდება. დრო წამართვა სიმღერებზე მუშაობამაც და ბევრი ლექსი ვერ შევქმენი.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…

 

ჯერ არსებობდა მელოდია და შემდეგ დავწერე ლექსი. დღევანდელ დღეზეა, სიყვარულზეა… სახელწოდებაა „ეს ფიქრებია“. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილთან. ზაზას და შეთეს დამსახურებაა, რომ ეს სიმღერა არსებობს.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

 

მაისში იგეგმება ჩემი შემოქმედებითი საღამო აშშ-ში. წინასწარ მეტს ვერაფერს ვიტყვი. აუცილებლად გავაჟღერებ ყველაფერს მაშინ, როდესაც ყველა დეტალი ცნობილი გახდება.

ბაჩო რამიშვილი – ფიქრებია

Audio/BACHO RAMISHVILI FIQREBIA

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Bacho Ramishvili33333

ბაჩო რამიშვილი – მარტი. პოეზია არ დაიდარდოში

ბაჩო რამიშვილი – გრძნობები. პოეზია არ დაიდარდოში

ბაჩო რამიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები