LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლარიზაციის გაღრმავება საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას: პაპუაშვილი

79
შალვა პაპუაშვილი

ჩანს, რომ არის პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

“რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე? სადაც იძულებაა, იქ უკვე დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა.” – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, აქციის ორგანიზატორები „გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას და არეულობას“, რაც აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას.

„საერთო ჯამში, ჩანს, რომ არის პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც კიდევ ერთხელ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას. გვესმის, რომ თითქოს ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე? სადაც იძულებაა, იქ უკვე დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა. ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ჩვენ ვნახეთ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. მოწოდებებიც გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, გვთავაზობენ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები