LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს: შსს

84
BeFunky-collage (6)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამნახვანჰესთან დაკავშირების განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.

“უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს,”- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს რიონის ხეობაში,ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელის საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მთავრობას მიმართავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g