LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია თავს იცავდა – გახარია პირველ კომენტარს აკეთებს

283
a90261b

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთაველზე აქციის დარბევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, გუშინ პოლიტიკოსებმა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი ძალადობაში გადაზარდეს.

მანვე აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე დღეს საქართველოში ათეული წლებია არ ყოფილა.

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. პოლიტიკოსებმა შეძლეს, მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობასა და შტურმში. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. 

აქციაზე 305 ადამიანი დააკავეს - შსს

დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

მოხდა ჯგუფური თავდასხმები. სიტუაცია დაიძაბა იმ დონემდე, რომ პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები – არა ლეტალური რა თქმა უნდა.

ვამზადებთ და ყველას ვაჩვენებთ, როგორ ვითარდებოდა წუთების და წამების მიხედვით მოვლენები,“ – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

გახარიამ ოპოზიციაზეც და იმ ხალხზეც უსაუბრა, რომლებმაც თავდაპირველად, პარლამენტში შესვლის მოწოდებები გააკეთეს.

„არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა უბრალოდ გაიქცა და შეატოვეს მოქალაქეები,“ – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, პოლიცია თავს იცავდა. უმთავრესი რისკი კი სამოქალაქო არეულობის დაწყება იყო. მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ გუშინდელი არეულობის ყველა მონაწილე შესაბამისად დაისჯება.

„პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიცია უბრალოდ იდგა და იცავდა. თუ იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების, ჩვენ დეტალურად ამას შევისწავლით. ყველა ის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და ორგანიზება გაუკეთა მშვიდობიანი აქციის შტურმში გარდაქმნას, იქნება დაკავებული.

 

ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის უმთავრესი რისკი იყო სამოქალაქო არეულობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიცია იყო თავდაცვით მდგომარეობაში, პოლიცია იცავდა თავის თავს,“ – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ გააფრთხილეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებამდე გახარია ამბობს, რომ: „ყველა მოქალაქე, რომელმაც შტურმი მიიტანა პოლიციაზე, იყო გაფრთხილებული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g