ყვითელჟილეტიანების აქცია ნანტში პოლიციამ დაშალა. სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.
ყვითელჟილეტიანების აქცია საფრანგეთში უკვე 26-ედ გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ.
აქციები გაიმართა ტულუზასა და ბორდოშიც. პოლიციამ 70-ზე მეტი აქტივისტი დააჯარიმა და 11 დააკავა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომმოძრაობის მომხრეები პარიზშიც შეიკრიბნენ. საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტების რიცხვი 18 ათასზე მეტია. ყვითელჟილეტიანები ამბობენ, რომ 11 მაისს გამართულ აქციას 37 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათივე თქმით, პარიზში მრავალრიცხოვანი აქციის გამართვას ხელი წვიმამ შეუშალა.