15 წლის დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი დეიდა ავრცელებს.
თიკო პოლიციამ იპოვა, მადლობა ყველას! – წერს სალომე კანდელაკი
არსებული ინფორმაციით, გოგონა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. შინააგნ საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ სხვა დეტალებს გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ვერ გაასაჯაროვებენ.
არასრულწლოვანს შვიდი მაისიდან ეძებდნენ.
ოჯახის განცხადებით, ბავშვი 7 მაისს, დილით, იგი სკოლაში წავიდა, თუმცა არ მისულა. შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.