თბილისში, სანზონაში ერთ-ერთ კორპუსში დანაწევრებული ხორცი აღმოაჩინეს.
კორპუსის მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი იგრძნეს.
მეზობლები ამბობენ, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლის მეპატრონემ კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ. მეზობლების ცნობით, ბინის მეპატრონე 40 წლამდე ასაკის ექიმი-თერაპევტია.
მომხდარზე მიმდინარეობს ექსპერტიზა.