LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

69
4123338d466baff4d433cd3371ce788a-XL

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ პირს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები