LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ კანონიერი ქურდი დააკავა

686
დაკავება 2

ზესტაფონში კანონიერი ქურდი დააკავეს. ადგილობრივმა პოლიციამ ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩ.ქ.  ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ მეწარმეს “ქურდული გარჩევის” გზით, ე.წ. “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g