LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი

113
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ ი.ი.-ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დადაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ჯ.ც. ცხელ კვალზე დააკავა და სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g