LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა

92
ტრანსგენდერი

თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g