LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციას შუა დევნის დროს ავტომობილი დაუჯდა და გაჩერდა

89
130525225204-mann-howard-carbon-footprint-00001518-horizontal-large-gallery

შემთხვევა კალიფორნის შტატში, ქალაქ ფრიმონტში მოხდა. პოლიციელი ეჭვმიტანილს დაედევნა და შუა გზაში აღმოაჩინა, რომ მისი „ტესლას“ ელექტრომობილი Model S დასამუხტი იყო.

ბუნებრივია, სამართალდამცავი დევნას ვეღარ გააგრძელებდა და ავტომობილის დასამუხტად გაჩერდა, დამნაშავე კი სხვებს გადაულოცა. ეჭვმიტანილი იმდენად სახიფათო ტრუკებს აკეთებდა, რომ ცოტა ხანში დევნას სხვებიც გამოეთიშნენ და გიჟი მძღოლი თავის ნებაზე გაუშვეს. შედეგად ის სან-ხოსეში ჩავიდა, ავტომობილი მიატოვა და მიიმალა.

რაც შეეხება „ტესლას“ მწყობრიდან გამოსვლას, გამოძიება უკვე დაიწყო. ერთ-ერთი ვარაუდით, პოლიციელებს მისი დამუხტვა უბრალოდ გადაავიწყდათ და უჩვეულო არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, დეპარტამენტი მომხდარში თავს დამნაშავედ არ თვლის და სიტუაციას მარტივად უყურებს.

საინტერესოა, რომ ფრიმონტის პოლიციამ Model S 2018 წელს იყიდა და ელექტროქარში 61 ათასი დოლარი გადაიხადა. პროექტი ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და დამატებითი ავტომობილების შეძენა 6 თვის შემდეგ იგეგმება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g