”პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი”. – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია ”ქართული ოცნების” სხდომაზე განაცხადა.
”პოლიციელების მიმართ, დესტრუქციული ძალების აბსოლუტურად მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული დამოკიდებულება მიუღებელია. პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთი
მტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგ გომელაურს აქვს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.