LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიციელს ვემუდარებოდი არ წაეყვანა გულწასული ადამიანი, რომელიც გზაში იკეცებოდა – ამ დროს უკნიდან მომხვდა რაღაც“ – რა თქვა გიორგი ბახუტაშვილმა პროცესზე

145
გიორგი ბახუტაშვილი

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბახუტაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მსახიობმა პროცესზე აქციაზე მომხდარის დეტალები გაიხსენა.

როგორც მანვე აღნიშნა, პოლიციელს ეხვეწებოდა გაეშვა აქციის მონაწილე, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

„მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ გვიან მივედი, უკვე 30 თენდებოდა, აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია.

დათა თავაძე: „პირველ რიგში, „ოცნებას” ვერ ვაპატიებ იმ 12 წლიანი გახლეჩილობის ცრუ შეგრძნებას, მარტოობის განცდას, რაშიც საზოგადოება გვაცხოვრა!“

ვიდეო: „ეკლესია და ჯარი სად არის ხალხო… სად ხართ, ქუჩაში რომ გვხოცავენ?, რისთვის იბრძოდით, ან სად არის მოყვასის სიყვარული და ქრისტიანული თანადგომა?!“ – გიორგი ბახუტაშვილი

„ეკლესია სად არის ხალხო… სად ხართ, ქუჩაში რომ გვხოცავენ?, სად არის მოყვასის სიყვარული და ქრისტიანული თანადგომა?!“ – გიორგი ბახუტაშვილი

ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა და არ დაეკავებინა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი ამეხსნა, რომ მისთვისაც ცუდი იქნებოდა, თუ ხელში ჩააკვდებოდა ეს ადამიანი.

არც გზა­ზე გა­დავ­ღო­ბე­ბი­ვარ, უკ­ნი­დან მივ­ყვე­ბო­დი და თხოვ­ნით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დი, ფი­ზი­კუ­რა­დაც არ შევ­ხე­ბი­ვარ. მაგ დროს უკ­ნი­დან გა­ვი­გე გი­ნე­ბა და მომ­ხვდა რა­ღაც სა­გა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ ხელ­კე­ტი და მეც გა­მი­ყე­ნეს იმ ბი­ჭის გზას, ვის­ზეც ვთხოვ­დი, რომ არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ“. – განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

საია-ს ცნობით, დაკავებულ დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ: „ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი“

ინფორმაციისთვის, თბილისის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლის საქ­მის გან­ხილ­ვა გაიმართა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მსახიობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გიორგი ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.

magti 5g