LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანრი კვარაცხელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

162
ანრი კვარაცხელია

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანრი კვარაცხელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

„გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი ყოფილი მორაგბის, დაკავებული ანრი კვარაცხელიას მიმართ, მოვითხოვთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ყველა მორაგბეს, სპორტსმენსა და გულშემატკივარს, სპორტსმენების მარშზე შემოგვიერთდეს“ – რაგბის კლუბი „აკადემია“

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა, საქმე კი არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ცნობისათვის, საპროტესტო აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას – პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.

„შენი თავისუფლება ჩვენი ბრძოლაა“ – დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი დაბადების დღეს ულოცავს

„ძალიან მიყვარხარ და მენატრები“ – ანრი კვარაცხელიას მეუღლის ემოციური მიმართვა

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g