შპს ”პოლიმერის” მიერ წარმოებული პოლიეთილენის მილები გაიაფდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, ამირან ადეიშვილმა განუცხადა, ფასების დაწევა შესაძლებელი ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ გახადა.
”ჩვენთანვე, საწარმოში ადგილობრივად შევქმენით ახალი დანადგარები, რომელბზეც დაახლოებით 2 წელი ვმუშაობდით. ამ დანადგარების მეშვეობით მილების დახვევა უფრო მოსახერხებელი გახდა. საბოლოო ჯამში კი ეს ყოველივე პროდუქციის ფასებზე აისახა”,- განაცხადა ადეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მაშტაბით ხორციელდება. ”ვმონაწილეობთ ტენდერებში, მოდიან კომპანიები და გვიკვეთავენ მილებს. გარდა კომპანიებისა, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს ჩვენთან საწარმოში და დაგვიკვეთოს სასურველი მილები”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
შპს ”პოლიმერი” 1985 წელს დაარსდა, 2013 წელს კი წარმოება განაახლა. საწარმოში, სადაც ამ ეტაპზე 70 ადამიანია დასაქმებული, იწარმოება პოლიეთილენის მილები სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის d- 20მმ-დან d-630-ის ჩათვლით 5-დან 30 ატმოსფერულ წნევაზე.