LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიომიელიტი

109
პოლიომიელიტი

პოლიომიელიტი გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება. პოლიომიელიტის ვირუსი მხოლოდ ადამიანებში ვრცელდება და გარემოში გადის დაინფიცირებული ინდივიდის ფეკალიებით. პოლიოვირუსი ვრცელდება ფეკალურ–ორალური გზით, განსაკუთრებით ცუდი სანიტარიის პირობებში. თუ გაკეთებული გაქვთ ვაქცინაცია პოლიომიელიტზე და გეგმავთ მოგზაურობას, უნდა მიიღოთ ბუსტერ–დოზა ინაქტივირებული ვირუსით. ამ ვაქცინის შემდეგ მიღებული იმუნიტეტი მთელი ცხოვრების მანძილზე ძლებს.

პოლიოვირუსი შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული წყლითა და საკვებით ან პირდაპირი კონტაქტით დაინფიცირებულ ადამიანთან. პოლიმიელიტი ძალიან ინფექციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მისი მთელი ოჯახი რისკის ქვეშაა. დაინფიცირებული ადამიანი ვირუსს ფეკალიებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ავრცელებს გარემოში. სიმპტომები ძირითადად 1–10 დღის განმავლობაში ვლინდება. ესენია:ცხელება, ყელის ანთება, თავის ტკივილი, ღებინება, დაღლილობა, წელის ტკივილი ან გაშეშება, კისრის ტკივილი ან გაშეშება, ტკივილი ან გაშეშება კიდურებში, კუნთის სისუსტე ან მტკივნეულობა, მენინგიტი.

პოსტ–პოლიო სინდრომი ზოგიერთ ადამიანს პოლიომიელიტის გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგაც ემართებათ. ხშირი ნიშნები და სიმპტომებია: კუნთის ან სახსრის ტკივილი და სისუსტე, რომელიც უარესდება, ზოგადი დაღლილობა და მოთენთილობა მინიმალური აქტივობის შემდეგაც კი, კუნთების ატროფია, სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები, ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები, სიცივის მიმართ ნაკლები გამძლეობა, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, განწყობის ცვლილება. ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინაცია პოლიოზე, თუ რომელიმე ედემურ ქვეყანაში აპირებს მოგზაურობას. ასეთი ქვეყნები ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაშია. იმ ქვეყნებში, სადაც იყენებენ ორალურ პოლიო ვაქცინას (ცოცხალი, მაგრამ დასუსტებული ორგანიზმით) მოგზაურისათვის გადადების რისკი (პარალიზური პოლიო) ძალიან დაბალია, მაგრამ ნულს არ უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები