LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

POLITICO-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

110
BeFunky-collage (8)

გამოცემაPOLITICO-ს მკითხველებმა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი დაასახელეს.

ონლაინ გამოკითხვის შედეგად, აუდიტორიამ მიიჩნია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიმდინარე წელს ევროპაში სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკი ქმნის.

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვის ერთ-ერთმა მონაწილემ უკრაინის პრეზიდენტს “იმედის შუქურა” უწოდა, რომელიც მშვიდობისა და დემოკრატიისთვის იბრძვის.

ცნობისთვის, დეკემბერში ასეთ ადამიანად იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი დასახელდა, თუმცა მედია წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მათ არჩევანის გაკეთება მკითხველებს კიდევ ერთხელ სთხოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები