ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გაავრცელებისთვის მოზარდია დაკავებული – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
“დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ… მის მიერ არის ატვირთული. ჩემი ინფორმაციით, აღიარებს ბრალს,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ საიტზე განთავსდა. ვიდეოს, რომელიც ორი კვირის წინ არის ატვირთული, 6 ათასამდე ნახვა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე ინფორმირებული არიან პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კვლავ გავრცელებასთან დაკავშირებით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდენენ რეაგირებას.
ვიდეო ამ დროისთვის წაშლილია.