LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უფლება აქვთ, პირბადე არ ატარონ – ასე არ გამოვა: ლადო კახაძე

88
ლადო კახაძე

ბოლო სამ თვეში, ღია სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი დაჯარიმდა. ამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უფლება აქვთ, პირბადე არ ატარონ.

”ბოლო 3 თვის განმავლობაში, 14 თებერვლის ჩათვლით წესების შეუსრულებლობის გამო 87 780 ადამიანი დაჯარიმდა. ის ადამიანები, რომლებსაც ეხვეწები მუხლზე ჩოქვით, კანონს დაუწერ, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას განუსაზღვრავ, თან ეტყვი, რომ ეს ეკონომიკურად შენს ჯიბეს მოხვდება, შენ დაზარალდები, მაინც არ დაიჯერეს და ბევრია, რომელიც ამას დღესაც არ იჯერებს.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, სრულებით არ მაინტერესებს თქვენს მიერ შექმნილი საკანონმდებლო სივრცე და მე მაქვს უფლება, რომ პირბადე არ ვატარო, ამით კანონსაც დავარღვევ და ამ კანონის დარღვევა უნდა მეპატიოს, რაღაც ინდულგენციები შეიძლება მოიყვანონ, რომ ჩვენ ვერ ვიმოქმედოთ ამ ადამიანების არასწორი ქმედების აღსაკვეთად, ეს არ გამოვა. ამას აუცილებლად სჭირდება რაღაც დოზით გამკაცრება”. – განმარტა, ლადო კახაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტებმა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს, დახურულ და ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა, პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს და ამასთან, განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობის ჯარიმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის, მხარი ერთხმად დაუჭირა.

magti 5g