LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურად აწყობთ, ჩემი შვილი უდანაშაულოა – მიხეილ კალანდიას მამა

735
kalandia

შსს-ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ამბობს, რომ მისი შვილის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

თენგიზ კალანდია ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მივიდა, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. 

მიხეილ კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება (ვიდეო)

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

“ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს “რუსთავი 2″- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს”, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა - სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 3 ივნისს მიიღო.  მეორე ინსტანციის სასამართლოს თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g