LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ძალები ცდილობენ, „თიბისის“ საკითხი პოლიტიკურ ველში დააბრუნონ – მამუკა ბახტაძე

75
მამუკა-ბახტაძე-1

სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ „თიბისის“ საკითხი დააბრუნონ პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, რაც არის სრული უპასუხისმგებლობა და მცდელობა, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ეს ინფორმაცია. სრულიად არასწორი აქცენტების დასმა ხდება და უფრო მეტიც, ჩვენ ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა ანაკლიის პროექტიც კი, მიაბან ამ საკითხს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა, ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო.

„მინდა შევეხო იმას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, კერძოდ, სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტურ განცხადებებს ეროვნული ბანკის მისამართით. აქაც სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ძალიან მაღალი, კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ის ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით. ეს არ გახლავთ ჩემი შეფასება, ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო ფინასური ინსტიტუტებისგან, ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და ამდენი წლის შემდეგ მოხერხდა საქართველოსთვის საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება, დანარჩენი ყველაფერი გახლავთ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაცია. მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო. კიდევ ერთხელ მსურს, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციიდან განვაცხადო და მადლობა გადავუხადოე ეროვნულ ბანკს ძალიან მაღალი პროფესიული საქმიანობისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, „თიბისი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები