მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად თბილისის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახა კალაძე აღარ იქნება, ამავე ინფორმაციის თანახმად, კანდიდატობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზეს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.
მისი თქმით, “პოლოლიკაშვილის თემა მოგონილია”.
“ამ საკითხებთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებს “ქართული ოცნება” როცა ამის დრო მოვა. ზურა პოლოლიკაშვილის თემა არის მოგონილი, იმიტომ რომ დაიწყოს ლაპარაკი და კახა კალაძის თემა წამოვიდეს წინა პლანზე – იქნება ის მერი თუ არ იქნება და რაც შეიძლება მეტი აგრესია წამოვიდეს მის მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.