LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელ მოსწავლეებს სტრესის შემცირებაში ძაღლები დაეხმარნენ

50
class

გასული სასწავლო წლის დასაწყისში, პოლონეთში, ქალაქ ვროცლავის სკოლებში ბავშვებს გაკვეთილებზე ძაღლების მიყვანის უფლება მისცეს. ამ გზით ბავშვებს ხანგრძლივი დისტანციური სწავლების შემდეგ ადაპტაციაში დაეხმარნენ.

გამოცემა The Mayor-ის ინფორმაციით ახალი წესის დამსახურებით ბავშვებმა გაკვეთილების გაცდენა შეწყვიტეს და ბიბლიოთეკაში მეტი დროის გატარება დაიწყეს.

სკოლებმა ბავშვებს უფლება მისცეს, ძაღლები გაკვეთილებზე და ბიბლიოთეკაში ეტარებინათ. ცხოველის სკოლაში ტარების მსურველებს ვეტერინარისგან უნდა მოეტანათ ცნობა იმის შესახებ, რომ მათ ძაღლს საზოგადოებაში მოქცევა შეეძლო.

ძაღლების დამსახურებით ბავშვები გაკვეთილებზე უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავს, აგრესიისა და შფოთვის მაჩვენებელიც ბევრად შემცირდა. გარდა ამისა, ცხოველების ხათრით სკოლის გაცდენის მოყვარულებმა გაკვეთილებზე სიარულს მოუხშირეს.

ბიბლიოთეკართა დაკვირვებით, ძაღლებთან ერთად ბავშვები წიგნებს უფრო ხშირად იღებდნენ და კითხვას მეტ დროს უთმობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g