LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

151
პოლონეთის და ევროკავშირის დროშები

ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებით, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით.

ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება იქნება.

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g