LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი მიუხედავად პოლიტიკური კონფლიქტისა, ბელარუსამდე ჩქაროსნული გზის დაგებას აპირებს

116
პოლონეთი მიუხედავად პოლიტიკური კონფლიქტისა, ბელარუსამდე ჩქაროსნული გზის დაგებას აპირებს

პოლონეთში ბელარუსამდე მისასვლელი ჩქაროსნული გზის მშენებლობა გრძელდება. მაგისტრალი S19 ზუსტად სასაზღვრო პუნქტამდე მივა. დაგეგმილი 6 ხაზიდან 4 ქვეყნიდან გასასვლელი იქნება. საზღვართან ტრასის 600 მეტრიანი მონაკვეთი ცემენტ-ბეტონისგან დამზადდება. მაგისტრალის დანარჩენი ნაწილი ასფალტის ტექნოლოგიით დაიგება.

ახალი გზის დიდი ნაწილი საერთო მოხმარების გზის სტანდარტის იქნება, დანარჩენზე კი 140 კმ/სთ სიჩქარეს დაუშვებენ. გარდა ავტო ტრასისა, პოლონელი ინჟინრები საზღვარზე ლოჯისტიკურ ცენტრსაც ააშენებენ.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე პოლონეთი პროექტს გააჩერებდა. თუმცა, მშენებლობა გრძელდება და მაგისტრალი შესაძლოა 2024 წლის ბოლოსთვის ამუშავდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები