პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მორავეცკიმ მიხაილოვსკის მოედანზე ჰოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ფოტოები პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გამოაქვეყნა.