პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, „პენტაგონი არ დაუშვებს, პოლონური გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ გამოთქვამენ მზაობას, მოკავშირეებთან მუშაობისთვის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის სხვა გზების თაობაზე“.
კირბიმ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის საკუთრებაში მყოფი მოიერიშე თვითმფრინავების აშშ-ს მთავარ სამხედრო ბაზაზე განლაგება, როგორც ამას პოლონეთის მხარე სთავაზობს, არის მაღალი რისკის შემცველი.
ჯონ კირბის თქმით, დაზვერვის შეფასების თანახმად, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მნიშვნელოვანი რეაქცია და გაზარდოს ნატოსთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები.