ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდათ, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ პოლონურ გამოცემა PAP-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და რომლის თანხმობის გარეშე სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ”.
მალგოჟატა გოშევსკამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი საქართველო განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელსაც სააკაშვილი მართავდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.
„ამ დროისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეუძლია დაუსჯელად აირიდოს სანქციები“, – აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკამ.