LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

145
BeFunky-collage (1)

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი აღიარებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა.

„რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების რეისის (MH17) ჩამოგდებაზე, როდესაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი და ასევე 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების რეისის ჩამოვარდნაზე, როდესაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონელი და ნატო-ს სამხედრო მეთაურები და პოლონეთის პარლამენტის წევრები“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

როგორც რეზოლუციაში წერია, რუსეთის ფედერაციის ცხოველური და უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება.

„რუსეთის ფედერაცია და მისი შეიარაღებული სტრუქტურები და ფორმირებები ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მასობრივ სიკვდილით დასჯას და გატაცებას, სექსუალურ ძალადობასა და წამებას, მოსახლეობის მასობრივ დეპორტაციას, უკრაინის მოქალაქეების იძულებით გაწვევას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. რუსეთი არაერთხელ არღვევს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g