LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში აცხადებენ, რომ მიგრანტები პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთას ისევ ცდილობენ

69
მიგრანტები პოლონეთის საზღვარზე

პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსის მიერ განხორციელებული ზომების მიუხედავად, არალეგალი მიგრანტები კვლავ ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, გასულ დღეს არალეგალი მიგრანტებისგან შემდგარმა ორმა ჯგუფმა საზღვრის გადაკვეთა, სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე საზღვრის გადაკვეთა.

რამდენიმე დღის წინ, ბელარუსის ხელისუფლებამ სასაზღვრო ტერიტორია გაათავისუფლა და მიგრანტები შესაბამის ბანაკებში გადაიყვანა. გარდა ამისა, ბელარუსი ხელისუფლების ინფორმაციით, 120-მა მიგრანტმა ბელარუსის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

თუმცა ვარშავაში აცხადებენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარ გეგმებზე უარის თქმას და კვლავ ეცდება ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების იარაღად გამოყენებას.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით ათი ათასამდე მიგრანტი რჩება ბელარუსის ტერიტორიაზე, რაც კრიზისის განმეორების პოტენციურ საფრთხეს ზრდის.

 

ფოტო: „როიტერსი“