LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა

133
poland

პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტობუსით არალეგალები გადაჰყავდა.

მამაკაცი აგრესიულობით გამოირჩეოდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტობუსი, რის გამოც სამართალდამცავებს ცეცხლის გახსნა დასჭირდათ, თუმცა არავინ დაშავებულა, – წერს პოლონური მედია.

ავტობუსში, მძღოლის გარდა, 13 არალეგალი აღმოაჩინეს, 11 – ერაყის, 2 კი – თურქეთის მოქალაქე.

42 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g