LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში, პოლიციელებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

95

პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Wyborcza იუწყება.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. მას შემდეგ, რაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარსდგენა სთხოვეს, მოქალაქეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის ადგილას ორი პოლიციელი იყო, ხოლო მათ 13 უცხოელი დაუპირისპირდა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

შედეგად, სამი თავდამსხმელი მსუბუქად დაჭრილია ფეხში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ცამეტივე უცხოელი დააკავა.  საქმეს პროკურატურა იძიებს.

mazda magti 5g