LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ქართული ორნამენტებით გაფორმებულმა, EKOSI-ის მაგიდის გადასაფარებლებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

346
ipiccy_image

ქართულმა ბრენდმა EKOSI-მ პოლონეთში დიდი მოწონება დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ პოლონეთში, ქალაქ ცზესტოჩოვაში EKOSI-ს გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. როგორც ქართული ბრენდის დამფუძნებელი ეკა მოდებაძე ამბობს, EKOSI-ის წარმოებულმა მაგიდის ახალმა გადასაფარებლებმა როგორც ქართველების, ისე უცხოელების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია და შესაბამისად, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ახალი გადასაფარებლები გაფორმებულია ქართული ორნამენტებით, გარდა ამისა, მათზე აღბეჭდილია საქართველოს ყველა კუთხის ნაციონალური სამოსი.

ცნობისთვის, ბრენდმა EKOSI-მ სააღდგომო სამზადისიც დაიწყო. ბრენდი ერთგულ მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ულამაზეს და გამორჩეულ მაგიდის გადასაფარებლებს შესთავაზებს. ამასთან, გამორჩეულია EKOSI-ს წარმოებული ფარდებიც, რომლებმაც ამავე ბრენდის მაგიდის გადასაფარებლებთან ერთად, უკვე არაერთი რესტორანი და სასტუმრო გაალამაზა საქართველოში.

შეგახსენებთ, EKOSI-მ საქმიანობა 2020 წელს დაიწყო და მისი დამფუძნებელი, ქართველი ხელოვანი, ანსამბლ „რუსთავი”-ს მსახიობ-მოცეკვავე ეკა მოდებაძეა.

EKOSI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან ნამუშევრების სანახავად, ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g