პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურება და ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.
მედიის ინფორმაციით, არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობს.
გამოკითხვების თანახმად, ვარშავის პროევროპული მერი რაფალ ტრჟასკოვსკი ამომრჩევლების ხმების 30 პროცენტს მიიღებს, ნაციონალისტი ისტორიკოსი, კაროლ ნავროცკი კი – 25 პროცენტს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.