LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გაზრდა იგეგმება

201805151742231526792665

მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება, ვიდრე დღეს არის დასაქმებული – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ კვოტაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა აუცილებლად იქნება.

„პოლონეთი ქართველებისთვის სამუშაოს საძიებლად ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა. გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელმაც დადგენილი კვოტის მიხედვით პოლონეთში ქართველების დასაქმება უზრუნველყო. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვთანმამშრობლობთ პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ვფიქრობთ, 2019 წელს ხელშესახები შედეგები გვექნება.” – განაცხადა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g