LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონური მედიის ცნობით, ვარშავის პოლიციამ საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა

111
ვარშავის პოლიცია

პოლონური მედიის, RMF24-ის ცნობით, ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, ვიელუნის დასახლებაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიციირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

პოლონური მედია წერს, რომ ძებნილ ქართველთან ერთად, ოფიცრებმა მისი კიდევ სამი თანამემამულე დააკავეს.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათი პოლონეთიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g