LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომპეომ მხარდაჭერა დაგვიდასტურა, დეპუტატები პარლამენტში შევლენ, კომპანიებს დღგ-ს დაუბრუნებენ – პრემიერის სიტყვა მთავრობის სხდომამდე

77
125885749-1856821114455784-4146455702573280221-o

ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. ასევე, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით – ეს ის საკითხებია, რომელზეც პრემიერმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მნიშვნელობა

”სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და სახელმწიფოს სახელით, საქართველოს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარებისა და სავაჭრო და ეკონომიკური შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს სტაბილური განვითარების მნშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას”.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს საერთო ფასეულობებზე დამყარებული, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

”ეს იყო უაღრსესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”.

 

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული დეპუტატი იაზრებს პასუხისმგებლობას

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ასევე, არჩევნების მეორე ტურზეც ისაუბრა, რომ 21 ნოემბერს ქვეყანაში, 17 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

”ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს პროცესები ქვეყანაში ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პოლიტიკური პარტიის დეპუტატი იაზრებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და დარწმუნებული ვარ შესაბამისად მოიქცევიან, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს და მოქალაქეს”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დაიბრუნე დღგ – რეფორმა, რომლის მსგავსიც არ განხორციელებულა

პრემიერმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც გლობალურ პანდემიასთან არის დაკავშირებული და ხაზი გაუსვა, რომ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო მუშაობა დღგ-ს ავტომატურ დაბრუნებაზე, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა.

“დაახლოებით, 1000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე კომპანიებს უკან დაუბრუნდეთ. ეს არის ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამან მხარი უნდა დაუჭიროს, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას”.

საქართელოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს გატარებული რეფორმისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g