LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომპეოს ვიზიტი საქართველოში და უცხოური მედიის გამოხმაურება

113
Capture76

საქართველოს დღის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისში, არც უცხოური მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილა.

საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პატრიარქთან მაიკ პომპეოს შეხვედრები გააშუქა Reuters-მა და Al Jazeera-მ.

ვრცელ ინფორმაციას ამ მედიასაშუალებების ვებ-გვერდზე წაიკითხავთ სათაურით: „საქართველოში პომპეოს ვიზიტის დროს ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანას ვაშინგტონი ტრადიციულად უჭერს მხარს, მათ შორის სამხედრო დახმარებითაც.

აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს, პომპეო შეეხო რუსეთის მიერ  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხსაც და აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება.

სტატიის ავტორი წერს, რომ ამ დროს დედაქალაქში მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და დახვდნენ პომპეოს დროშებით და ტრანსფარანტებით: „რუსი ოლიგარქის მიერ გაყალბებული არჩევნები“.

ბოლოს კი ავტორი აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,23% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,18% და რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ხმების მოსყიდვასა და ამომრჩეველთა და დამკვირვებლების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g