პოპულარულ ევროპულ კურორტზე ტენერიფეზე ადგილობრივები ტურიზმის აკრძალვას ითხოვენ. Daily Star-ის ინფორმაციით, ტენერიფელები ვიზიტორთა ქცევით არიან უკმაყოფილო.
ესპანური კუნძულის მცხოვრებლები ყველაზე მეტად ბრიტანელებზე ჩივიან და მათ ვიზიტისგან თავის შეკავებას სთხოვენ. „კანარის კუნძულები არ იყიდება“, – აღელვებული ხალხის მთავარი ლოზუნგია. მათი თქმით კუნძული საცობებისგან იტანჯება, ყოველ წელს აშენებული ახალ- ახალი სასტუმროები გარემოს ძალიან აბინძურებენ და ხშირ შემთხვევაში ზიანი გამოუსწორებელია.
შეგახსენებთ, რომ გადამეტებული ტურიზმით ბევრი ევროპული ქალაქი იტანჯება და ზოგიერთ მათგანში მთელი რიგი შეზღუდვებიც შემოიღეს. მაგალითად, ამსტერდამში აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა კონკრეტულ უბნებში, წითელი ფარნების ქუჩა ქალაქგარეთ გადაიტანეს, ცენტრში ბინების უცხოელებზე გაქირავება გაართულეს და გააძვირეს.