LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოპულისტური, მავნებლური და გაუაზრებელი ინიციატივა“ – საბა ბუაძე A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობის ნებართვის მიცემას ეხმაურება

152
საბა ბუაძე

პარტია „ლელოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობის ნებართვის მიცემის გადაწყვეტილებას გაუაზრებელს და მავნებლურს უწოდებს.

მისი თქმით, ამ ნაბიჯის შედეგად, გაიზრდება დაყოვნების დრო და გაღრმავდება სატრანსპორტო ქაოსი. ბუაძე თბილისი მერიას მოუწოდებს, წარმოადგინონ ის გათვლები და კვლევები, რომლის მიხედვითაც ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში სიარულის ნებართვის მიცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს არის მორიგი გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივა, რომელიც მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და დამატებით პრობლემებს შექმნის. მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას, ავტობუსის ზოლების დახაზვას და 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას ელოდება, იმისთვის, რომ თბილისში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ადამიანები სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდნენ, თბილისის მერმა შემოიტანა ახლა მორიგი პოპულისტური, ძალიან მავნებლური და გაუაზრებელი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც A კლასის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ. ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში არის და ეს ქაოსი გავრცელდება ავტობუსის ზოლებზე, რომელიც წესით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე უფრო მოწესრიგებული და გამართული ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ბუაძემ.

 

A კატეგორიის ტაქსების ნაწილს 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ – კახა კალაძე

magti 5g