ორიგინალური აქსესუარების ბრენდი ”პოპულუსი” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს.
” ჩვენს კოლექციაში ამჟამად შედის ჩანთები, ბაბთები და საყურეები, ჩანთების შეძენა 100 ლარიდან 140 ლარამდეა შესაძლებელი, ბაბთების 7 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო საყურეების – 25 ლარიდან. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროდუქტს, მათთვის ვისაც მოსწონს, უყვარს და სურს რომ ჰქონდეს დახვეწილი და ორიგინალური აქსესუარები, – განაცხადა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”პოპულუსის”ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თინა ოსაძემ.
თინა ოსაძემ აღნიშნა ასევე ისიც, რომ ამჟამად მიმდინარეობს ძველი საყურეების კოლექციაზე ფასდაკლება და 25 ლარის ნაცვლად მსურველები მის შეძენას 20 ლარად შეძლებენ.
მისივე განმარტებით, ჩანთების სარჩული დამუშავებულია თექით, ხოლო დეკორაციას ტყავითა და მაქმანებით აკეთებენ. ” როცა მე და მარიამ სიორდიამ ”პოპულუსი” შევქმენით, ჩვენი მიზანი იყო, რომ ვყოფილიყავით ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი, ამიტომაც გვყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი,” -აღნიშნა ოსაძემ.
მსურველებს პროდუქციის შეძენა ონლაინ შეუძლიათ, ასევე ”პოპულუსის” პროდუქცია განთავსებულია მაღაზია ” co. Mode+” ვასილ ბარნოვის N45 და ”Crafting Corner 23” – ტაბიძის N23 .