LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორნოსაიტის გამო დაწყებული სკანდალი: ზურა ჯაფარიძე გივი სიხარულიძეს პასუხობს – „ჯონი დუმს ჯერჯერობით“

2938
გივი და ზურა

„ეგ არის გახრწნილი, გათახსირებული ნაგავი, რა რეაქცია უნდა მქონდეს მაგ ვირთხაზე?“ – ასეთი კომენტარი გააკეთა გივი სიხარულიძემ  “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ  ჯაფარიძეზე, რომლის საარჩევნო პოსტერზეც მსახიობი გივი სიხარულიძეცაა გამოსახული.

საარჩევნო პოსტერი კი პორნოსაიტზეა განთავსებული.

როგორც გივი სიხარულიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, მან ამის შესახებ არ იცოდა.

გივი სიხარულიძის აღნიშნული კომენტარი ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ატვირთა და დაწერა:

„ჯონი დუმს ჯერჯერობით“.

ჯონი სინსი ამერიკელი პორნოვარსკვლავია, რომელსაც  150 პორნოილმში აქვს მონაწილეობა მიღბული და ის ასევე, არის ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პოსტერზე.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძის საარჩევნო რეკლამა პორნო საიტზე განათავსა. პარტიაში აცხადებენ, რომ 2018 წელს იგივე რეკლამამ კარგად იმუშავა.

“უკვე ბევრი ნახვები აქვს” – ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო რეკლამა კვლავ PornHub-ზე განათავსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g