LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკო გეგმავს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას

37

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამორთვას, ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას თავად სააკაშვილი ავრცელებს.

„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი“, – წერს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ

საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g