LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკო: უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა

123

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მას შემდეგ განაცხადა, რაც მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  პატრიარქ ფილარეტისა და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო, ტომოსს კი კრების ჩატარების შემდეგ მიიღებს, რომლის შედეგადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიები გაერთიანდებიან.

„მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გააქარწყლა მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციები და შოვინისტური ფანტაზიები. არანაირი საეკლესიო დოკუმენტებით არ არის გამყარებული, რომ უკრაინა მათი კანონიკური ტერიტორიაა, უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა., – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინული მედიის ცნობით, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა.