საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. პეტრო პოროშენკოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ, მიაწოდეს.
უკრაინის პრეზიდენი ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით დაინტერესდა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობით.
პეტრო პოროშენკომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობა დონბასში არსებულ ვითარებას შეადარა.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს.