LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკო:„როგორც ნადეჟდა სავჩენკო დავიბრუნეთ, ისე დავიბრუნებთ დონბასსა და ყირიმს”

71

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკო „ოქროს ვარსკლავის“ ორდენით დააჯილდოვა და „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა. კიევში ჩასვლის შემდეგ უკრაინელი მფრინავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ნადეჟდა სავჩენკოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ნადეჟდა სავჩენკო დავიბრუნეთ, ისე დავიბრუნებთ დონბასსა და ყირიმს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები