სკანდალურად ცნობილი ფემენის აქტივისტმა ვინიცაში უკრაინის პრეზიდენტის კუთვნილი როშენის მაღაზიის წინ დეკორატიული ტრამვაი დაწვა.
ფემენის წევრმა ამ ფორმით პოროშენკოს კორუმპირებულობა და ფინანსრუი აფიორა გააპროტესტა. ფემენის აქტივისტი აცხადებს, რომ ,,სამოთხის დოკუმენტებმა” კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ პოროშენკო კორუმპირებულია.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფემენმა პოროშენკოს როშენის წინ პერფომანსი მოაწყო, პირველ ნოემბერს ფემენის აქტივისტმა როშენის წინ სათამაშო დათუნია დაწვა.