LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 911–ის საპატივცემულოდ შექმნილი ბოტასები ზუსტად 2,7 წამში გაიყიდება

107
prshc20123

„პუმამ“ Porsche Design–თან თანამშრომლობით გამოუშვა ბოტასების ხაზი, რომელიც ლეგენდარულ მოდელს – 911–ს ეძღვნება. ბოტასის ყიდვა 4 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა მისი შეძენის მსურველებს ზუსტად 2,7 წამი ექნებათ. კოლაბორაციის საიტზე ყიდვის ღილაკი სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში იქნება აქტიური და შემდეგ გაითიშება. შეკვეთის გასაფორმებელი დროც შეზღუდულია და ამისთვის მხოლოდ 15 წუთია გამოყოფილი.

2,7 წამი – ესაა დრო, რომელიც Porsche 911 Turbo–ს 0–დან 97 კმ–ს ასაკრეფად სჭირდება. ბოტასების შეძენის მსურველებს მოუწევთ, რომ ასეთივე სწრაფები იყვნენ. საიტზე წამზომი უკვე ჩართულია და ლიმიტირებული კოლექციის გაყიდვამდე დროს ითვლის.

სულ წარმოდგენილი იქნება ორი მოდელი, 4 სტილის შეფერილობით და თითოეული მათგანი „პორშეს“ სხვადასხვა ვარიაციას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კოლაბორაცია სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მაგალითად, ოქტომბრის თვეში BMW–მ კუპე M3 Ronnie Fieg Edition წარმოადგინა და მოდელის ვიზუალი ნიუ–იორკულ ბრენდთან kith–თან თანამშრომლობით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g